10 სექტემბერი

     „ის შესაძლებლობები, რომლებიც გაქვთ ახალგაზრდებს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ და იაქტიუროთ, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ კონგრესზე. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ღონისძიებას, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

  კონგრესის მიზანი ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების ერთ სამუშაო სივრცეში გაერთიანება, ინფორმაციის გენერირება და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობაა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026, ასევე არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროცესები, სამომავლო გეგმები განიხილება.

  კონგრესის მონაწილეებს, მიესალმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, ღონისძიების მეორე პანელში კი, ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით ბაციკაძემ ისაუბრა.

  სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონგრესს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 400-მდე ახალგაზრდა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

  ღონისძიება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი