13 ივნისი

  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე  არსებული საზაფხულო  იალაღებისთვის დამატებითი სასწრაფო-სამედიცინო მანქანების  შეძენისა  და  ზაფხულობით  იალაღებზე მცხოვრები  მოსახლეობის  პერიოდული  უფასო  სამედიცინო  კვლევების  ჩატარების  შესახებ“  (№09-01-08/39,  12.2022წ.  პეტიციის   ავტორი:  ნესტან ანანიძე) პეტიციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობას სარეკომენდაციო წერილი გადაეგზავნება.

  როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტების მიერ, სეზონურად, გამოყოფილია სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ჯგუფები, რომლებიც საზაფხულო იალაღებს ემსახურებიან. კომიტეტის რეკომენდაციაა, მოთხოვნის შესაბამისად, გამოიყოს დამატებითი სახსრები დეფიციტის შესავსებად.

  კომიტეტის სარეკომენდაციო წერილი გადაეგზავნება აჭარის მუნიციპალიტეტებს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური განათლების მულტიფუნქციური ცენტრების  ამოქმედებისა და ადგილობრივი  მოსახლეობისათვის დამატებითი  სოციალური  სივრცეების  შექმნის შესახებ“  (№09-01-08/40,  01.2023წ.  პეტიციის   ავტორი:  გვანცა  ვარშანიძე) პეტიციასთან დაკავშირებითაც. რეკომენდაცია, შესაბამისი პროექტების წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში სათანადო სივრცეების გამოყოფას ითვალისწინებს.

  კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „იდეატორის“  მიერ, წარმოდგენილი პეტიციის - ,,პიროტექნიკის თავისუფალი  წვდომის  აკრძალვისა  და ხარისხზე  მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ“ (09-02-13-გ/1069, 26.12.2022წ. ავტორი, -ინგა  გეგეშიძე), საქართველოს პარლამენტში გადაგზავნას.

  საკითხები სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ წარმოადგინა.

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი