„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ გადამუშავებული კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს პირველ საკითხად ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანიძემ წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრა წამყვან კომიტეტში განხილვის ვადა.
ბიუროს წევრებმა, მარინე გვიანიძის მიერ წარმოდგენილი საკითხი - 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ცნობად მიიღეს.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ -და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - ბიუროს წევრებს საკითხების შესახებ ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გააცნო, ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრა კომიტეტებში განხილვის ვადები.