25 დეკემბერი

დღეს, 25 დეკემბერს აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა რეგლამენტის ცვლილებები, რომლითაც აჭარის რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში პირველად დაინერგა პეტიციის ინსტიტუტი. 2021 წლის მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე 200 თანამოქალაქის ხელმოწერის შეგროვებით მიმართონ აჭარის უმაღლეს საბჭოს. პეტიციის დანერგვა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად აისახა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში კომიტეტების სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რაც აჭარის რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში სტრატეგიული მიდგომებს და შედეგიანობის შეფასებას დაამკვიდრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ღიაობის სამოქმედო გეგმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით შემუშავდა.

 


Today, on December 25, Supreme Council of Ajara approved amendments to the Rules of Procedures on an ad-hoc session, establishing the Petition for the first time in the regional legislative body. Citizens can apply to the Supreme Council on relevant issues to them through gathering 200 signatures from May 1, 2021. Establishing the institute of Petition is one of the commitments adopted by the Open Governance Action Plan 2020-2021 of the Supreme Council, which was adopted through active participation of civil society. Another commitment envisaged by the Action Plan was also adopted today, requiring the Committees of the Supreme Council to elaborate Action Plans, thus establishing the practice of strategic planning and outcome assessment in the Council. Openness Action Plan in the Supreme Council is supported by the European Union in Georgia and UNDP Georgia in partnership with Institute for Development of Freedom of Information.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი