ბიუროს რიგით მეცხრე სხდომა

10 აპრილი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მეცხრე სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომისიებში ჩაეშვა განსახილველად. დარგობრივ კომისიებს განხილვისათვის ვადა 5 მაისამდე, წამყვან კომისიას კი - 8 მაისის ჩათვლით განესაზღვრათ.

    ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებითაც, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

    განხილვის პროცედურები იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებითაც - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე ასევე დავით გაბაიძემ წარმოადგინა, წამყვანმა კომისიამ 16 აპრილამდე უნდა განიხილოს. განხილვის ვადები განისაზღვრა სხვა კომისიებისთვისაც.

განცხადებები