09 აპრილი

                                                

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, დეპუტატებმა ილია ვერძაძემ და პეტრე ზამბახიძემ პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.    

    ბათუმის ზღვისპირა პარკში, მემორიალურ ქვასთან, საქართველოს თავისუფლებისთვის თავგანწირულთა ხსოვნის პატივსაცემად ამჯერადაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალური ქვა, დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს  დაღუპულთა ხსოვნას.

    1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა.