28 მარტი

 კარიერის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს  აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი რომანაძე და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე  ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

 ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მერია 798 888 ლარს დახარჯავს.

 პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.

 კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.