აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდა.
საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, ახალგაზრდებს შორის არაფორმალური განათლების დონის ამაღლების მიზნით, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ,,მეტი არაფორმალური განათლება ახალგაზრდებს’’, რომლის ფარგლებშიც, რეგიონის მასშტაბით23 მარტიდან სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება.
პირველი აქტივობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ვლადიმერ მგალობლიშვილმა "პროექტის წერის უნარ-ჩვევების შესახებ" ტრენინგი ჩაატარა.
პროექტი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის გაგრძელდება მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებშიც, შემაჯამებელი შეხვედრები კი ქალაქ ბათუმში გაიმართება.