21 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრს  ეწვივნენ.

   კანონმდებლებმა დაათვალიერეს სასწავლო ოთახები, გაესაუბრნენ  ბენეფიციარებს. სტუმრებმა ცენტრის 40-მდე აღსაზრდელს საჩუქრად ტკბილეულობა მიუტანეს და მათ მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.