19 მარტი

                                 

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მე-7 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე, ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარუდგინა.

      ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილებისა (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია) და  საკონსტიტუციო კანონის (მესამე მოსმენა) პროექტების განსახილველად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ვადა 20 მარტის ჩათვლით განესაზღვრა.

       დღის წესრიგის მეორე საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ წარმოადგინა.

       ბიუროს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას რეზოლუციის პროექტის განსახილველად ვადა 20 მარტის ჩათვლით განესაზღვრა.