15 მარტი

                     

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდნენ და მათ კონცეფციებს გაეცნენ.

        გასაუბრებაზე, მეორე ეტაპზე გადასული 12 კანდიდატიდან, 6 გამოცხადდა, სამმა კი „სკაიპის“ საშუალებით წარმოადგინა თავისი მოსაზრებები. მეურვეობის კანდიდატებმა, კონცეფციების წარდგენის პარალელურად, უპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.

      აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აჭარის კვოტით წარსადგენ კანდიდატს ხვალ, 16 მარტს, პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩევს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.