14 მარტი

                                

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მეორე მოსმენა) სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

     სხდომის მონაწილეებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის შენიშვნები კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ გააცნო. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის  უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ საკითხი სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. კომისიამ განსაზღვრა ფარული კენჭისყრის ადგილი და საარჩევნო ბიულეტენის ფორმა.