14 მარტი

14 მარტს გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.