28 თებერვალი

         

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში’’ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.  

     ღონისძიებას, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ გახსნა, ესწრებოდნენ: აჭარის მთავრობის წევრები,  „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ენპარდ-2-ის“  პროექტის მენეჯერი, კოორდინატორი, ექსპერტები და  მუნიციპალიტეტების მერები.

            აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის განვითარების საბჭომ დაამტკიცა რეგიონის სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც  2018-2020 წლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

       სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი  214 მლნ ლარს აჭარბებს, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მომზადდა.