27 თებერვალი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს N4 სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

   როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, უმაღლეს საბჭოში დაწყებულია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის პროცედურები. დარგობრივი კომისიების შემდეგ კანონის პროექტი წამყვან  - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა განეხილა, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ შესაბამისი წერილით ამ ვადის ორი კვირით გახანგრძლივება ითხოვა. მისი განმარტებით, კანონის პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არის  გარკვეული საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.

   ბიურომ წარმოდგენილ წინადადებას მხარი დაუჭირა.