22 თებერვალი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“  22 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი უძღვებოდა, ერთი საკითხი განიხილეს.

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ფრაქციის წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა. კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების პარალელურად, მომხსენებელმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა საბოლოო ჩამოყალიბებაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და შემდგომ უმაღლესი საბჭოს სხდომებზე გაგრძელდება. დავით გაბაიძის განცხადებით, კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო სამი მოსმენით განიხილავს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში - 20 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

       ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს  მიაჩნიათ, რომ კანონის პროექტი მზად არის უმაღლესი საბჭოს სესიაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.