21 თებერვალი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონის პროექტი მზადაა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა 21 თებერვლის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომისიიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.

      კანონის პროექტი  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა შეკითხვებს, მოისმინა კომისიის წევრების მიერ გამოთქმული  შენიშვნები და მოსაზრებები.