საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20 თებერვალი

 

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე კახაბრის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

  მოსახლეობამ ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს აჭარის უმაღლეს საბჭოში გარკვეულ საკითხებზე დახმარება სთხოვა. ნუგზარ სურმანიძე ბათუმის მერიას დაუკავშირდა, რის შედეგადაც დასახლებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მოსახლეობასთან შეხვედრა დაიგეგმა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი