07 აპრილი

7 აპრილს გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ილია ვერძაძე უძღვებოდა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კოლეგებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.