შეხვედრა მოსახლეობასთან

14 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სოფელ სახალვაშოს მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივებმა განსაკუთრებული ყურადღება გაზიფიცირების პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კანონმდებლები და ქობულეთის მერი ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს.

განცხადებები