08 თებერვალი

     ბათუმის დემოკრატიის სკოლაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის მორიგი განხილვა გაიმართა.

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ამავე კომისიის წევრებმა, პროექტი ამჯერად დემოკრატიის სკოლის მსმენელებს გააცნეს.

    კანონის პროექტით ავტონომიური რესპუბლიკისთვის გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე, მის კომპეტენციებზე,  სახელისუფლებო ორგანოებს შორის განსაზღვრულ რეგულაციებსა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

    კანონის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები საორგანიზაციო კომისიის წევრებმა -პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი), არჩილ ხახუტაიშვილმა (არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“), კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ გამოხატეს.

     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.