24 იანვარი

    აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ, რომელიც გაიმართა ქედის კულტურის ცენტრში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ,  ინტელექტუალური კონკურსის „ეტალონის“ მონაწილე მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა, ასევე  აღნიშნულ სფეროში, სამომავლოდ წინსვლა და  განვითარება  უსურვა.

    ინტელექტუალური კონკურსი „ეტალონი“ ზემომთიან აჭარაში მე-3 დღეა მიმდინარეობს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  პერმანენტულად  ესწრება.

    მოსწავლეებს გამარჯვება  საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და მუნიციპალიტეტების მერებმა მიულოცეს.

განცხადებები