21 იანვარი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა  და საქართველოს პარლამენტის წევრები -  მერაბ კარანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, დავით ბაციკაძე, ხვიჩა შარაშიძე, პეტრე ზამბახიძე, ილია ნაკაშიძე, მუხრან ვახტანგაძე, ფატი ხალვაში, კობა ნაკაიძე, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრნენ.

      ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი შარტავას ქუჩაზე, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება და მისი ღირებულება 99 448 408,5 ლარია.

      საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. უეფას სტანდარტის IV კატეგორიის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „ანაგი“ აშენებს. ობიექტი 2020 წელს დასრულდება და ის 20 ათას მაყურებელს დაიტევს.

     ოფიციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის  მოადგილე შალვა გოგოლაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ცნობილი სპორტსმენები. სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის მონაწილეებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ბათუმის „დინამოს“ ისტორია საგანგებოდ გადაღებული ვიდეოკლიპით გაახსენეს, შესრულდა სიმღერა ბათუმზე და ცეკვა „ხორუმი“.