17 იანვარი

                        

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საკანონმდებლო ორგანოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ პროექტის - „Wallonie Belgique Tourizme -ის” მენეჯერს მიშელ იანოვსკის უმასპინძლეს.

       შეხვედრაზე  ბელგია-საქართველოს ორ რეგიონს შორის ურთიერთობებზე გამახვილდა ყურადღება. ვალონია-აჭარას შორის საკანონმდებლო, ტურისტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა უახლოესი პერსპექტივაა, რომლის რეალიზებისთვის გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის ორმხრივი სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა.

        მიშელ იანოვსკიმ, რომელიც მეორედ სტუმრობდა ჩვენს რეგიონსა და მის საკანონმდებლო ორგანოს, ხაზგასმით ისაუბრა  რეგიონთა შორის თანამშრომლობის სფეროების დაკონკრეტების აუცილებლობაზე. სტუმრის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ბელგიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების დანიშვნაზე, რაც ტურისტული ნაკადების მოზიდვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

           უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბელგიელ სტუმარს, მადლობის ნიშნად, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.