12 იანვარი

                                             

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით მეორე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

        უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი -  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების პროექტი რიგგარეშე სესიაზე  განიხილება.

      რიგგარეშე სესიაზე ასევე განიხილება კანონის პროექტი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია). ბიურომ გადაწყვეტილება ერთახმად მიიღო.

       დღის წესრიგის მესამე საკითხი - უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 26 იანვრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ინიციატორები უმაღლესი საბჭოს წევრები - ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე), ბიუროს გადაწყვეტილებით, ასევე რიგგარეშე სესიაზე განიხილება.

      სამივე საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

         ბიურომ ამავე სხდომაზე განიხილა სხვადასხვა საკითხი.