შობის ღამე ბათუმში

07 იანვარი

     ქრისტეშობის დადგომამდე, აჭარის უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარე   დავით  გაბაიძე,  მთავრობის  თავმჯდომარე  ზურაბ  პატარაძე  მეუღლესთან ერთად, საქართველოს  თავდაცვის  მინისტრი  ლევან  იზორია,  ქალაქ ბათუმის  მერი  ლაშა  კომახიძე მეუღლითურთ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.     

    ეპარქიიდან ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე დიმიტრის თანხლებით,   ბათუმის  ღვთისმშობლის  შობის   საკათედრო  ტაძარში მივიდნენ, სადაც  მრავალრიცხოვან  მრევლთან  ერთად,  ღამისთევის წირვას დაესწრნენ.

    საზეიმო  ლიტურღია,  ეპარქიის  სამღვდელოებასთან  ერთად, ბათუმ-ლაზეთის  მთავარეპისკოპოსმა  დიმიტრიმ   აღავლინა.

    შობის ღამეს, 18 წელია, მართლმადიდებელი ქრისტიანები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით, სარკმელთან სანთლებს ანთებენ, რითაც მაცხოვარს ოჯახში მოუხმობენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი