28 დეკემბერი

       აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 28 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

      უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“  კანონმდებლებმა გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილეს და იგი სხდომაზე ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიასა და დავით ბაციკაძის ინიციატივა, რეგლამენტის 69-ე და 73-ე მუხლების ცვლილებას ითვალისწინებს და იგი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების წესს აკონკრეტებ

      კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტი ბიუროს წარედგინება.