წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

27 დეკემბერი

       აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ვლადიმერ მგალობლიშვილი, პეტრე ზამბახიძე, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან,  საქართველოს პარლამენტისა და რეგიონის მთავრობის წევრებთან, ქალაქ ბათუმის მერთან - ლაშა კომახიძესთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ფედერაციების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

   -  გასული წელი, ვფიქრობ, ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკისათვის წარმატებული იყო სპორტის მიმართულებით. რაც უნდა ნიშანდობლივი იყოს, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ 2017 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა ბევრმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება და ქვეყანა ასახელა. პოლიტიკოსების წარმატება შეიძლება იყოს გლობალური, მაგრამ თქვენი წარმატება საზღვრებს სცდება და მრავლისმეტყველია. მჯერა, კიდევ არაერთხელ ააჟღერებთ საქართველოს ჰიმნს, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მან 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის შმაგი ბოლქვაძის ჯილდო მის პირად მწვრთნელს, ავთანდილ აბულაძეს გადასცა, ვინაიდან თავად სპორტსმენი, ერთ-ერთ ასპარეზობაზე მონაწილეობის მიზეზით, ვერ დაესწრო საზეიმო ღონისძიებას.

      სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე თითოეულ კატეგორიაში დაჯილდოვდა 10 საუკეთესო და 10 პერსპექტიული, 3 შშმ სპორტსმენი,  10 წარმატებული მწვრთნელი, 5 საუკეთესო ფედერაცია და 5 სპორტული ჟურნალისტი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი