26 დეკემბერი

     უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან - ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - შუქრი თურმანიძესთან ერთად, ქედის სოფლებში მცხოვრებ 7 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო-საშობაო საჩუქრები მიუტანეს. პროდუქტები და ტკბილეულობა ნამონასტრევის, კუჭულას, გობრონეთის, დოლოგნის, ძენწმანის, პირველი მაისისა და ჯალაბაშვილების მცხოვრებლებს გადაეცათ.

     ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივა ამ დღეებში კვლავაც გაგრძელდება და უმაღლესი საბჭოს საშობაო-საახალწლო საჩუქრებს კიდევ რამდენიმე ოჯახი მიიღებს.