აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქუთაისის # 2 საპყრობილეში, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა.
უფლებადამცველთან შეხვედრა ბრალდებულმა ოფიციალურად მოითხოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრა თითქმის 3 საათს გაგრძელდა.
საპყრობილეს დატოვების შემდეგ ცოტნე ანანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძე მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.