25 დეკემბერი

       

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, მედიცინის დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

         თავის მისასალმებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მედიკოსთა მიერ განვლილი რთული გზა გაიხსენა და მათი ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესი საბჭოსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის თაობაზე და ღვაწლმოსილ მედიკოსებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

       ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, რეგიონის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 20 ღვაწლმოსილი წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

         ღონისძიებაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უწყების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.