25 დეკემბერი

  ამ წუთებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ხვდება. მან დეპუტატთან შეხვედრა რამდენჯერმე მოითხოვა, რაც ცოტნე ანანიძისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესასვლელად სპეციალური საშვის დაშვების შედეგად გახდა შესაძლებელი.

  -მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დახმარება, ან რომელიმე ორგანიზაციასთან შუამდგომლობა ესაჭიროება. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა ბათუმის მე-3 საპყრობილეში და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ მერაბ ღოღობერიძესთან შეხვედრის წინ.