25 დეკემბერი

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელს ულოცავს. უსურვებს მას ჯანის სიმრთელესა და მზეგრძელობას, მხნეობასა და გამძლეობას, ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ დიდხანს მოღვაწეობას.

      მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილეც აღინიშნება, 2018 წლის 4 იანვარს კი პატრიარქს 85 წელი უსრულდება.