25 დეკემბერი

                        

         აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სპორტული ცენტრის 10 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრნენ.

       სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: სასპორტო ცენტრის დამსახურებული, წარმატებული ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელები.

      სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

        საიუბილეო საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ცენტრის ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები, სინქრონული დასი, ბათუმის ჰოკეისტთა გუნდი, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით მოღვაწე მორის ყვითელაშვილი, ირაკლი მაისურაძე და ქუთაისელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.