24 დეკემბერი

       

                

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - „ტბელობას“ დაესწრო.

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ტბელ აბუსერისძის ღვაწლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით გაბაიძემ ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წმინდანად შერაცხულმა ტბელ აბუსერისძემ არა მხოლოდ ხიხაძირი და აჭარა, არამედ სრულიად საქართველო ასახელა.

      სახალხო ზეიმზე ტრადიციული ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიების ლაურეატები დასახელდნენ: ხეობაში აღზრდილ ოთხ შესანიშნავ მეცნიერს - სერგო დუმბაძეს, რამაზ ხალვაშს, დავით ბარათაშვილსა და ონისე სურმანიძეს პრემიები და ლაურეატობის დამადასტურებელი დიპლომები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ - გოჩა მელაძემ და ჯუმბერ დიმიტრაძემ გადასცეს. მათ ასევე დააჯილდოვეს ხეობაში მცხოვრები 50-მდე წარჩინებული უფროსკლასელი.

      „ტბელობის“ დღესასწაული ხულოს კულტურის ცენტრისა და ხიხაძირის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გაალამაზეს.    

         სახალხო ზეიმის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  დავით გაბაიძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხიხაძირის კულტურის სახლის განახლებული შენობა საზეიმოდ გახსნეს. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი გაიხარჯა.

       წელს „ტბელობა“ მაღალმთიანეთში 38-ედ აღინიშნა.