22 დეკემბერი

               

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები ცოტნე ანანიძე, გიორგი მანველიძე, პეტრე ზამბახიძე, ზაზა ოქუაშვილი,  სასტუმრო ,,ჰილტონში",  2017 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების  დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

     ბათუმის მერიის მიერ 18 წარმატებული სპორტსმენი და კლუბი დაჯილდოვდა. სპორტსმენებს სიგელები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით გაბაიძემ და მერაბ კარანაძემ გადასცეს.

     საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ რაგბში, ჭადრაკში, ცხენოსნობაში,  ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, წყალბურთში, კალათბურთში, ავტორბოლასა და ფიგურულ სრიალში.  წლის საუკეთესო გუნდად  საჭადრაკო კლუბი ,,ნონა" დასახელდა,  წარმატებული გუნდის ტიტული კი სარაგბო კლუბ,,ბათუმს" ერგო.

     ღონისძიება ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა.