19 დეკემბერი

                               

     აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია 21 დეკემბერს პლენარული სხდომით დაიხურება. სხდომის დღის წესრიგი 19 დეკემბრის ბიუროს  რიგით 29-ე სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

     სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში მთავრობიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა და მასში უმაღლესი საბჭოს შენიშვნებისა და წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებულია. ბიუროს გადაწყვეტილებით,  აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

    დღის წესრიგის მეორე საკითხი -  აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, პროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში ჩაეშვა. საამისოდ მათ ვადა  11 იანვრამდე განესაზღვრათ.

      ბიუროს 19 დეკემბრის სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.