19 დეკემბერი

        18 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის დახურვის ცერემონიას დაესწრო. პროექტში, რომელიც 3 დღეს გრძელდებოდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ათასამდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა.

        დელეგატები გაეროს მდგრადი განვითარების თემატიკაზე გამართულ სესიებს დაესწრნენ, ეწვივნენ ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო უწყებებს, მათ შორის უმაღლეს საბჭოს, გაეცნენ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსების საქმიანობას.

         აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ასამბლეის დახურვის ცერემონიაზე მსგავსი ფორუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს სამომავლო წარმატებები უსურვა.