18 დეკემბერი

       16-17 დეკემბერს, წყალტუბოში, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

       შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნინო ჩხეტია (გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე), მერაბ კარანაძე (უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), დავით ბაციკაძე, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, ილია ვერძაძე, გია აბულაძე, პეტრე ზამბახიძე, ასევე ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წარმომადგენლები.  

    შეხვედრის მიზანი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონიძიებათა 2016–2018 წლების - მიმდინარე  გეგმის გადახედვა და  ახალი  2018 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება გახლდათ. 

       საბჭოს წევრებმა, რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტური მართვისთვის, როგორც საკანონმდებლო საქმიანობისა და პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით, ასევე  სამოქალაქო ცნობიერების, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის,  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ახალი  ღონისძიებები დასახეს,  რაც 2018 წლის სამოქმედო გეგმაში აისახება.