23 მარტი

დასრულდა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია

უახლოეს პერიოდში დაიწყება სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო აპარტურით აღჭურვა. დღეს, ობიექტი დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ბათუმის ოფისის კომერციულმა ატაშემ მიკაილ დეველიოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ცნობისათვის: 3 სართულიანი შენობა რომლის საერთო ფართია 2200 კვმ. სრულად გარემონტდა რისთვისაც დაიხარჯა 1მლნ.90 ათასი ლარი. სამუშაოები ჩაატარა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ჯეოგრუპმა“ რომელიც სრულად დაფინანსდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ფონდის (TIKA) მიერ.

TIKA დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც აჭარაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა მათ შორის შშმ პირთა სარეალიბიტაციო ცენტრი „თანა“ მედ-პუნქტი ცხემლარაში, გადაახალისა სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობა.