17 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, ბათუმის სინაგოგაში, ხანუქას დღესასწაულს დაესწრნენ.
ებრაული დიასპორის ხელმძღვანელმა ემირ კრუპნიკმა, სტუმრებთან ერთად, 8 ქიმიან მენორაზე სანთლები დაანთო, რაც სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავს.
"ხანუქა" -ს ებრაელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან აღნიშნავენ. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება.