ბათუმი „გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას“ მასპინძლობს

16 დეკემბერი

     16 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავჯდომარე ლადო მგალობლიშვილი,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული  უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აჭარის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პროექტ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

     მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დავით გაბაიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არამარტო მომავალი თაობის, არამედ ქვეყნის გაძლიერებაშიც, რისი დასტური  დელეგატებით სავსე დარბაზია.

     პროექტში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ათასამდე მოსწავლე-ახალგაზრდა. დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. გარდა ამისა, დაგეგმილია რიგი სხვა აქტივობებიც.

     პროექტი „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“  18 დეკემბერს დაიხურება.