აჭარაში რაგბის დაარსების თარიღი აღნიშნეს

16 დეკემბერი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობისა და ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები,  რაგბი არენაზე, რაგბის დაარსების 27-ე საუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ.

     ამ დღესთან დაკავშირებით ვეტერანი მორაგებეების, საქართველოს ეროვნული გუნდის წევრების და ადგილობრივი მორაგბეების ჩართულობით გაიმართა ამხანაგური მატჩი. რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ხელისუფლების წარმომადგენლებს,  ვეტერან და მოქმედ სპორსტმენებს.

     ღონისძიება აჭარის რაგბის განვითარების ფონდ „დელფინების“ ორგანიზებით გაიმართა.