10 დეკემბერი

- ადამიანის უფლებები არ არის ისეთი რამ, რასაც შეიძენ, დაიმსახურებ ან მემკვიდრეობით მიიღებ - ისინი „ხელშეუხებელია“, ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ უფლებებს, ისევე როგორც ვერ შევწყვეტთ ადამიანად ყოფნას!

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო“. უნივერსალური დოკუმენტი მოიცავს, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია ყველანაირი განვითარება.

„ჩემთვის ერთდროულად პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკეთის დაცვისთვის ბრძოლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას თითოეული ადამიანის უფლების დასაცავად.“