08 დეკემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე,  ქალაქ ბათუმში, სასტუმრო შერატონში, სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-7 საერთაშორისო გამოფენა- გაყიდვა “BATUMI BUILD 2017”-ის გახსნას  დაესწრო. ღონისძიებას რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.

  გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიები,  უცხოური და ქართული კომპანიების პროდუქცია, სამშენებლო მასალები, დანადგარები, სამშენებლო აღჭურვილობა, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი.

გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც   7 ქვეყნის 80-მდე  კომპანია მონაწილეობს, დღეს გაიხსნა და 10 დეკემბერს  ოფიციალურად დაიხურება.