04 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას  „ევროკავაშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ ესწრება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირის(EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ტარდება.

 კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.

 კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს 17 ქვეყნის პარლამენტის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის,  საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.