27 ნოემბერი

       საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, პარლამენტის წევრებმა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად  გარდაცვლილთა და თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას.

        შეკრებილები კონსტიტუციური კანონის ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციების შესაბამისად მსჯელობენ. აქვე განიხილება პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებული რეკომენდაციები.