საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საქართველოში გლოვის დღეა

27 ნოემბერი

         საქართველო, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებს გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

       ღამის 12 საათზე სახელმწიფო დროშები დაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, ყველა სამთავრობო და სამხედრო უწყების შენობებზე.

      გლოვის ნიშნად, 27 ნოემბერს, დილით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ  მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ირაკლი ჭეიშვილმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ხვიჩა შარაშიძემ, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა რამაზ ბოლქვაძემ, აპარატის წარმომადგენლებმა, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს სასტუმრო „ლეოგრანდის“ კიბეები, სადაც ტრაგედიის ღამიდან მოყოლებული არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი, ინთება სანთლები.

      სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მომხდარის გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი