25 ნოემბერი

სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დავით გაბაიძე სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა.

ხანძრის შედეგად დაშავებული ექვსი პაციენტი ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობის კურსს.
ამათგან სამი დაზარალებული საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის.