23 მარტი

23 მარტი ბათუმისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის დღეა. 96 წლის წინ გენერალ მაზნიაშვილის საჯარისო ნაწილების მებრძოლების თავდადებით დედასამშობლოს ბათუმი, აჭარა დაუბრუნდა.

დრომ და ისტორიამ თავისი სათქმელი თქვა - გასული საუკუნის 90-იან წლებში პატრიოტთა ერთმა ჯგუფმა დაღუპულთა საძმო საფლავის დასადგენად ბრძოლის სავარაუდო ადგილი- ბათუმის ცენტრალური მოედნის გადათხრა მოითხოვა. მართლაც აღნიშნულ ადგილზე დაღუპული გმირების ნეშტებსა და საბრძოლო იარაღს მიაკვლიეს.

ახლა ეს საძმო საფლავი, ის ადგილია, სადაც ყოველ 23 მარტს სამშობლოსათვის თავგანწირულებს პატივს მიაგებენ.

 

დღეს გმირთა საფლავზე აღმართული მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ასევე ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა

ჟურნალისტებისათვის მიცემულ კომენტარში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განაცხადა - ჩვენ ვუფთხილდებით ისტორიას და დღევანდელი დღის აღნიშვნა ამის ნათელი გამოხატულებაა. მემორიალთან ბათუმის ეპარქიის სამღვდელოებამ დაღუპულთა გმირების სულთა მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადა.